ლუვრის პირამიდის შემქმნელი 102 წლის ასაკში გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 10:27 | 17.05.2019
ნანახია: 852

ამერიკელი არქიტექტორი იუმინ ბეი, რომელიც ლუვრის პირამიდს ავტორია, 102 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იუმინ ბეი წარმოშობით ჩინელია, ის ჩინეთიდან აშშ-ში საცხოვრებლად 1935 წელს გადავიდა.

1983 წელს ის ყოველწლიური ჯილდოს პრიტცკერის პრემიის ლაურეატი გახდა, რომელიც არქიტექტურის სამყაროში ნობელის პრემიის ანალოგად მიიჩნევა.

არქიტექტორის სავიზიტო ბარათად აღიარებულია ლუვრის შუშის პირამიდა, რომელიც მუზეუმის მთავარი შესასვლელია, ნაგებობა, რომელიც 1985-89 წლებში შენდებოდა, ეიფელის კოშკთან ერთად პარიზის სიმბოლოდ იქცა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე