მექსიკაში კიდევ ერთი ჟურნალისტი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 10:05 | 17.05.2019
ნანახია: 747

ჟურნალისტი ფრანცისკო რომერო დიასი მექსიკის კინტანა- რიოს შტატის ქალაქ პლაია-დელ-კარმენში მოკლეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ჟურნალისტის ცხედარი ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე იპოვეს. ცხედარს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა.

რომერო დიასი არაერთგზის აცხადებდა, მის მიმართ არსებული საფრთხის შესახებ. მას ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სპეციალური პროგრამით გათვალსწინებული დაცვა დაუნიშნეს, ჟურნალიტსმა შტატიც დატოვა, თუმცა მოგვიანებით იქ ისევ დაბრუნდა.

ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2000 წლიდან მექსიკაში 140-ზე მეტი ჟუტნალისტია მოკლული, 2005 წლიდან კი 21 რეპორტიორი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე