ჭიათურელი მაღაროელების საპროტესტო აქცია დღეს განახლდება

საქართველო, თბილისი - 09:47 | 17.05.2019
ნანახია: 786

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება - აქცია ხელფასების 50%-იანი ზრდისა და ღირსეული შრომის პირობების მოთხოვნით დღეს განახლდება.

მაღაროელებსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის გუშინ გამართული რამდენიმესაათიანი მოლაპარაკება კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

„ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალური მმართველი ამბობს, რომ  კომპანია  ნებისმიერ საკითხზე მოლაპარაკებისთვის მზადაა. სწორედ ამიტომ მოლაპარაკებები დღეს ისევ გაიმართება.

მაღაროელების თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, შიმშილობას დაიწყებენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე