საფრანგეთის მცხოვრებმა ლატარიაში 21 მლნ ევრო მოიგო

საქართველო, თბილისი - 16:53 | 16.05.2019
ნანახია: 866

სამხრეთ საფრანგეთში ეროს დეპარტამენტის მცხოვრებმა ჯეკპოტი მოხსნა და 21 მლნ ევრო მოიგო.

უცნობმა ადამიანმა სააღდგომო ლატარია Loto-ში მოიგო. ფრანგული მედიის ცნობით, საფრანგეთში 1976 წელს დაფუძნებული Loto-ს ისტორიაში სიდიდით ეს რიგით მეოთხე მოგებული თანხაა.

გამარჯვებულის ვინაობა უცნობია.

წესების თანახამდ, თუ მოგებული ბილეთის მფლობელი თანხის გასატანად 180 დღის განმავლობაში არ გამოცხადდება, ფული სახელმწიფოს დაუბრუნდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე