„ნაციონალური მოძრაობის“ ყველა მოქმედება არის დესტრუქციული - ირაკლი ჩიქოვანი

საქართველო, თბილისი - 16:05 | 16.05.2019
ნანახია: 841

ჩვენს გამარჯვებამდე დარჩა მხოლოდ რამდენიმე დღე, რომ გეგა შენგელიას და „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება გავაფორმოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„ჩვენს გამარჯვებამდე დარჩა მხოლოდ რამდენიმე დღე, რომ გეგა შენგელიას და „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება გავაფორმოთ. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, გვაქვს უშუალო პირდაპირი კავშირი, როგორც აქედან, ასევე ცენტრალური შტაბიდან და მათ ვაწვდით აბსოლუტურად ყველა ინფორმაციას, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი ექსცესები. ყველა ნათლად ხედავს, რომ ყველა მოქმედება არის დესტრუქციული და „ნაციონალური მოძრაობა“ არ მალავს, რომ ისინი გათვლას კი არ აკეთებენ ზუგდიდელებზე, არამედ იმ ადამიანებზე, რომლის ჩამოყვანასაც ისინი გეგმავენ. თვითონაც არ მალავენ, რომ რამდენიმე ათასი ადამიანის ჩამოყვანა სურთ ზუგდიდში“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, მმართველი პარტიის  ინტერესია ზუგდიდში არჩევნები მშვიდად ჩატარდეს, ზუგდიდი არ იყოს საცდელი პოლიგონი და პოლიტიკური ბატალიების ეპიცენტრი, როგორსაც მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, წარმოაჩინოს.

„19 მაისს ჩვენი აქტივისტები, მომხრეები იქნებიან მობილიზებული, რათა ყველა ამომრჩეველი, მათგან გვაქვს უკვე თანხმობა, რომ მობრძანდებიან არჩევნებზე და მხარს დაგვიჭერენ, ისინი მოვლენ არჩევნებზე, მათ ექნებათ სპეციალური სიები, ეს სიები უზრუნველყოფს, რომ ზუსტად შევძლოთ აღრიცხვა ყველა ჩვენი ამომრჩევლის, რომელიც მოვა ადგილზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, ასევე ჩვენ გვექნება ვიდეოჩაწერის საშუალებები, რათა თავიდან ავიცილოთ ყველა პროვოკაცია, რომელიც შესაძლოა, უბნებზე მოხდეს“ - აღნიშნა ჩიქოვანმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე