შაკირა პლაგიატის საქმეში სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

საქართველო, თბილისი - 15:11 | 16.05.2019
ნანახია: 1518

მადრიდის სასამართლომ კოლუმბიელი მომღერალი შაკირა პლაგიატში უდანაშაულოდ ცნო, რაშიც მას კუბელი ლივან კასტელიანო ადანაშაულებდა.

ლივან კასტელიანო აცხადებს, რომ სიმღერა La Bicicleta, რომელიც შაკირამ კარლოს ვივესთან ერთად 2016 წელს ჩაწერა და რომელსაც Youtube-ზე 1,3 მლრდ ნახვა ჰქონდა, მის მიერ 22 წლის წინ დაწერილი სიმღერიდან მოიპარა.

შაკირა და ვივესი ამ ბრალდებას უარყოფდნენ.

სასამართლომ დაადგინა, რომ ტექსტი მუსიკასთან მხოლოდ ოთხ სიტყვაში ემთხვევა. „რაც შეეხება მელოდიას, აქ არანაირი დამთხვევა რა არის, ასევე განსხვავებულია რითმის სისწარფე. ამგვარად, არ არსებობს არანაირი პლაგიატი, რასაც მოსარჩელე მხარე აცხადებს“, - ნათქვამია სასამართლოს დადგენილებაში.

ეს შაკირასთვის პირველი სასამართლო განხილვა არ არის. ივნისში ის სასამრთლოს წინაშე გადასახადების დამალვის ბრალდების გამო უნდა წარსდგეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე