ოპოზიციის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში დასაქმებულია ადამიანი, რომელიც ზვიად გამსახურდიას დევნაში მონაწილეობდა

საქართველო, თბილისი - 14:21 | 16.05.2019
ნანახია: 831

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, პირი, რომელიც ზვიად გამსახურდიას დევნიდა და სამეგრელოში დასდევდა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში დაასაქმეს. როგორც  ოპოზიციური პარტიის ზუგდიდის საარჩევნო შტაბში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს,  გია მხეიძე თბილისიდან ზუგდიდში საგანგებოდ ჩაიყვანეს.

მხეიძის გვარი შეყვანილია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, როგორც ადამიანის, რომელიც პირველი პრეზიდენტის დევნის ოპერაციას ახორციელებდა.

გია მხეიძე შევარდნაძის ხელისუფლების დროს აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

„ეს არის ადამიანი, რომელიც ერთი მხრივ, 1993-1994 წელებში უშუალოდ მონაწილეობდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დევნისა და ლიკვიდაციის ოპერაციაში. ეს ოპერაცია პირველი პრეზიდენტის სიკვდილით დასრულდა. ასევე, ეს ადამიანი შევარდნაძის დროს იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აფხაზეთის, მონაწილეობდა ზვიად გამსახურდიას დევნის ოპერაციაში. გია მხეიძე ასევე ცნობილია 2016 წელს ჯიხაშკარში საარჩვენო უბნების დარბევით, რისთვისაც იხდიდა სასჯელს, იყო ბრალდებული, შემდეგ ხელისუფლების მიერ იქნა გათავისუფლებული პირობითი სასჯელით. დღეს გია მხეიძის ჩამოყვანა ზუგდიდში განსაკუთრებით იმ დაძაბული ვითარების ფონზე, რაც შექმნილია წინაასარჩევნოდ, მიუთითებს, რომ ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ძალადობა საარჩევნო უბნებზე, ადამიანების ნებაზე,“ - განაცხადა ბრიფინგზე ნუგზარ წიკლაურმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე