დანიელმა პოლიტიკოსმა წინასაარჩევნო რეკლამა პორნოსაიტზე განათავსა

საქართველო, თბილისი - 14:01 | 16.05.2019
ნანახია: 809

დანიელმა პოლიტიკოსმა, იოაკიმ ბი ოლსენმა, წინასაარჩევნო რეკლამა მსოფლიოს ყველაზე მსხვილ პორნოსაიტზე, Pornhub-ზე განათავსა. პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ რეკლამა უნდა განთავდეს, იქ სადაც ამომრჩეველია. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

„დიახ, ეს მე ვარ Pornhub-ზე. რეკლამა უნდა იყოს იქ სადაც ამომრჩეველია. ვფიქრობ ადამიანები ბევრს იხალისებენ. ეს ასეა, საოცრად კარგი შედეგი გვაქვს. ისინი ვინც მე მიცნობენ, იციან რომ სერიოზული პოლიტიკოსი ვარ, თუმცა მეც მაქვს იუმორის გრძნობა“, - განაცხადა დანიელმა პოლიტიკოსმა. ის ყოფილი სპორტსმენია, რომელმაც ბირთვის კვრაში 2004 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

იოაკიმ ბი ოლსენი, დანიაში, საპარლამენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას. 41 წლის პოლიტიკოსი 2011 წლის შემდგომ მემარჯვენე ცენტრალისტი ლიბერალური ალიანსის წევრია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე