ოპოზიცია ინტერპელაციის მეთოდით თამარ ჟვანიას პარლამენტში იბარებს

საქართველო, თბილისი - 13:50 | 16.05.2019
ნანახია: 758

საპარლამენტო ოპოზიცია ინტერპელაციის მეთოდით სარგებლობს, რომლის მიხედვითაც თვის ბოლო კვირას დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში ნებისმიერი თანამდებობის პირის დაბარება შეუძლიათ.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, ოპოზიცია ინტერპელაციით მოქმედი მინისტრი ნათია თურნავა დაიბარეს, თუმცა როგორც დღეს გახდა ცნობილი, ენმ განაცხადს უკან გაიწვევს და ინტერპელაციით თამარ ჟვანიას დაიბარებს.

თამარ ჟვანიას განმარტებების გაკეთება ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიიდან საარჩევნო სიების და სარეგისტრაციო ბეჭდების გატანაზეც მოუწევს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე