ნიუ-იორკის მერი აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში კენჭს იყრის

საქართველო, თბილისი - 13:10 | 16.05.2019
ნანახია: 772

ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა.

ამის შესახებ CNBC მერის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება. საპრეზიდენტო მარათონში ჩართვის შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთების შემდეგ ბილ დე ბლაზიო სამხრეთ კაროლინასა და აიოვაში გაემგზავრება.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილოების მიღების შესახებ ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. ბაიდენის გუნდს მისი თანაშემწე გრეგ შულცი უხელმძღვანელებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე