ავსტრიის სკოლებში ჰიჯაბის ტარება აიკრძალა

საქართველო, თბილისი - 12:46 | 16.05.2019
ნანახია: 716

ავსტრიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც გოგონებს დაწყებით სკოლებში ჰიჯაბის ტარებას უკრძალავს.

გამონაკლისს წარმოადგენს სამედიცინო სახვევები და სიცივისგან დამცავი თავსაბურავები.

2018 წლის ნოემბერში ავსტრიის პარლამენტმა ჰიჯაბები საბავშვო ბაღებში აკრძალა.

ავსტრიაში 2017 წლის 1 ოქტომბრიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იკრძალება ისეთი სამოსის ტარება, რომელიც სახეს მთლიანად ფარავს. დამრღვევებს 150 ევროს ჯარიმა ეკისრებათ, ხოლო ისინი, ვინც სამართალდამცველების მითითებას არ დაემორჩილებიან, პოლიციაში გადაიყვანენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე