ლადო კახაძის თქმით, ნახევარი სისხლი მეგრული აქვს

საქართველო, თბილისი - 12:27 | 16.05.2019
ნანახია: 834

"კოლხები, მეგრელები, ეს ისეთი ხალხია...რას ამბობ, ნახევარი სისხლი მეგრული მაქვს და მე ვიცი მათი მოთმენის ხარისხი, მათი გონიერების ხარისხი, მათი მიტევების ხარისხი, მათი ერთგულების ხარისხი, მათი პატივმიღების ხარისხი საერთო ისტორიის მიმართ, მათი ჭრილობების მოშუშების მცდელობები", - განაცხადა მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" ლადო კახაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში ზუგდიდში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას.

ლადო კახაძის თქმით, ზუგდიდის მერის არჩევნებში ადგილობრივი მოსახლეობა "სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს".

"მეგრულ ნანას რომ დაიმღერებს დედა, ბავშვი აკვანში ირწევა და მეგრული ნანით იზრდება, ის ძალიან ძლიერია, ძალიან მართალია, კეთილია, ზნემაღალია, თავმდაბალია, პატიოსანია და სამეგრელოს მოსახლეობა ზუსტად ამ დახასიათების მიხედვით არის ჩემგან აღქმული და ასეთ ადამიანები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. არეულობის მხარეს არ დადგებიან არცერთ შემთხვევაში", - თქვა კახაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე