ხელისუფლება არ აპირებს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას - რომან გოცირიძე

საქართველო, თბილისი - 12:04 | 16.05.2019
ნანახია: 769

იმ დღეს ჩვენ არავის არ ვაპატიებთ არაფერს. 5000 კაცი ვიქნებით ზუგდიდში. გაბედავენ და მიიღებენ საკადრისს, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

“ხელისუფლებამ გამოავლინა თავის ნამდვილი სახე, გაიმეორა რასაც აკეთებდა აქამდე ძალადობა, მოსყიდვა, დაშინება, ყველა ინსტრუმენტი, რაც გამოყენებული ჰქონდა წინა არჩევნებში აამოქმედა და დავინახეთ,რომ ისინი არ აპირებენ სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. იმ დღეს ჩვენ არავის არ ვაპატიებთ არაფერს. 5000 კაცი ვიქნებით ზუგდიდში. გაბედავენ და მიიღებენ საკადრისს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე