"ნაციონალური მოძრაობის" წვერები საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხიას გადადგომას ითხოვენ

საქართველო, თბილისი - 11:15 | 16.05.2019
ნანახია: 833

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საოლქო საარჩევნო კომისიასთან იკრიბებიან, ისინი საოლქო ზუგდიდის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხიას გადადგომას ითხოვენ. მათი თქმით, მესხია არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და მან 19 მაისს არჩვენების მიმდინარეობას ზუგდიდში არ უნდა უხელმძღვანელოს.

ზუგდიდში საოლქო კომისიის სხდომა უნდა დაწყებულიყო, თუმცა, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ სხდომაზე დასასწრებად ოპოზიციის წარმომადგენლები მოვიდნენ, ის ერთი საათით გადაიდო.

„გუშინ მთელი დღის მანძილზე დავდიოდით უბნებზე, რათა გადაგვემოწმებინა სად ჰქონდათ სამაგიდო სიები ვიდრე შევძლებდით მათ დაბრუნებას, ისევე როგორც ბეჭდების ანამ ამოვიღებდით მოქმედებიდან და გამოვაგზავნინებდით ცესკოს ახალ ბეჭდებს. აღმოჩნდა, რომ არანაირად დაცული არ იყო არც სიები და არც ბეჭდები, რომელზეც საუბრობდა მირანდა მესხი, ამიტომ მირანდა მესხმა უნდა დატოვოს თანამდებობა. თამარ ჟვანიამ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება,“-ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე