აშშ-მა Huawei შავ სიაში შეიყვანა

საქართველო, თბილისი - 11:05 | 16.05.2019
ნანახია: 741

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო ჩინეთის უმსხვილეს კომპანიას Huawei-ის შავ სიაში შეიყვანს. ამის შესახებ სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია შავ სიაში თავის 70 ფილიალთან ერთად აშშ-ის ეროვნული უსაფრთხეობისადმი საწინააღმდეგო ქმედებების გამო მოხვდება. ამერიკელ მწარმოებლებს, რომლებიც Huawei-ის რომელიმე პროდუქციას ყიდიან, ხელისუფლების სპეციალური ლიცენზია დასჭირდებათ.

 „ეს ნაბიჯი ხელს შეუშლის კომპანიებს, რომლებიც უცხოელებს ეკუთვნით, გამოიყენონ ამერიკული ტექნოლოგიები იმგვარად, რომ პოტენციურად საფრთხე შეუქმნან აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას“, - განაცხადა ვაჭრობის მინისტრმა უილბურ როსმა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას საინფორმაციო ტექნოლოგიებიდან მომდინარე საფრთხესთან დაკავშირებით. ვაჭრობის მინისტრს დაევალა აკრძალოს გარიგებები, რომლებიც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და აშშ-ის მოქლაქეებისთვის რისკს წარმოადგენენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე