ანგელა მერკელი ევროპას რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 10:43 | 16.05.2019
ნანახია: 822

ევროპარლამენტის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროპამ უნდა შეცვალოს თავისი პოზიცია, რათა წინ აღუდგეს გამოწვევებს, რომლის წინაშეც მას სამი უმსხვილესი კონკურენტი -  ჩინეთი, რუსეთი და აშშ აყენებს. კანცლერმა ინტერვიუ გერმანულ გაზეთ Süddeutsche Zeitung-ს მისცა.

 „ისინი |ჩიენთი, რუსეთი და აშშ|  უფრო და უფრო გვაიძულებენ საერთო პოზიციები გამოვნახოთ, ეს ხშირად რთულია, ჩვენი განსხვავებული ინტერესების გამო. მაგრამ ჩვენ ამას ვაკეთებთ, საკმარისია გავიხსენოთ ჩვენი პოლიტიკა უკრაინასთან დაკავშირებით“, -აღნიშნა მერკელმა.

 „ევროკავშირმა უნდა მოიკრიბოს პოლიტიკური ძალა ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობებით, რათა ვიმოქმედოთ ზესახელმწიფოებისგან დამოუკიდებლად,“ - ციტირებს მერკელს გამოცემა Times-ი.

მერკელს მაგალითად მოყავს ევროპის მოქმედება, რომელიც მიმართულია ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის შესახებ ხელშეკრულების დაცვისკენ და რომელზეც უარი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა. მერკელმა ტრამპის გადაწყვეტილებას უწოდა „საშინელი, ცალმხრივი გარიგება, რომელიც არასდროს უნდა გაფორმებულიყო“.

გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ირანის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ერთობლივ გამოსავალს ემხრობიან , ვიდრე აშშ - აღნიშნა მერკელმა  და დასძინა, რომ სხვა სფეროებში უთანხმოებების მიუხედავად, ევროპა ამ მიამრთულებით რუსეთთან და ჩინეთთან საერთო ინტერესებს გამოხატავს.

 „ბევრი ღელავს ევროპის გამო, მათ შორის მეც. ეს იმას ნიშნავს, რომ თავს ვალდებულად ვგრძნობ, შევუერთდე სხვებს, რათა ევროპას მომავალი ჰქონდეს“, - განაცხადა მერკელმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, ევროკავშირმა უნდა გადადოს თავისი შიდა კონფლიქტები და შეიმუშაოს აგრესიული თავდაცვის პოლიტიკა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე