დონალდ ტრამპი პოლიციელების მკვლელობისთვის დამნაშავეების სიკვდილით დასჯას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 10:15 | 16.05.2019
ნანახია: 735

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პოლიციელების მკვლელობისთვის დამნაშავეების სიკვდილით დასჯას ითხოვს.

 „ჩვენს პოლიციელებზე თავდასხმა უნდა დასრულდეს, ის სწორედ ახლავე უნდა დასრულდეს. მიგვაჩნია, რომ დამნაშავეებს, რომლებმაც მოკლეს პოლიციის ოფიცერი, სასამართლომ დაუყოვნებლივ სიკვდილი უნდა მიუსაჯოს“, - ამის შესახებ ტრამპმა სამსახუროებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონიაზე განაცხადა.

 „ეს უნდა იყოს სამართლიანი, მაგრამ სწრაფი პროცესი“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მანამდე ტრამპი დადებითად გამოეხმაურა ნარკოტიკებისთვის სიკვდილით დასჯის პრაქტიკას ჩინეთში.

აშშ-ში სიკვდილით დასჯა ნებადართულია ფედერალური კანონებით, ასევე 30 შტატის ადგილობრივი კანონებით, ზოგიერთ შტატში სიკვიდლით დასჯა კანონით დაშვებულია, თუმცა მასზე მორატორიუმია გამოცხადებული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე