საქართველოს მთავრობაში გადაწყვეტილებების მიღება ემოციურად, გაუაზრებლად ხდება - გიორგი ქობულია

საქართველო, თბილისი - 15:03 | 15.05.2019
ნანახია: 786

საქართველოს მთავრობაში პრობლემას წარმოადგენს გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე და გადაწყვეტილებების მიღება ემოციურად, გაუაზრებლად ხდება, – ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, საინვესტიციო პროგრამებიც არაეფექტურია.

ამას გარდა, ქობულიამ აღნიშნა, რომ რეგლამენტი, რომელიც ინვესტორებისთვის კონკრეტული დოკუმენტების გაცემას გულისხმობდა, 20 დღეში გაიცემოდა, თუმცა ეს წესი შეიცვალა.

„ახლა იცით რა ხდება? – რეგლამენტი გაიცემა რვა, ათ და 12 თვეში, რაც პრობლემას წარმოადგენს“, – განაცხადა ქობულიამ.

ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან შეხვედრას ოპოზიცია ესწრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე