ეკატერინბურგში აქციის 23 მონაწილე დააკავეს, რომლებიც პარკში ეკლესიის აშენებას აპროტესტებდნენ

საქართველო, თბილისი - 12:45 | 15.05.2019
ნანახია: 766

2000-მდე ადამიანი, რუსეთში, ეკატერინბურგის ცენტრში, ახლადგაშენებულ პარკში ეკლესიის აშენებას აპროტესტებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისიპირება მოხდა. ღობე, რომლითაც პოლიციამ პარკში ეკლესიის ასაშენებელი ტერიტორია შემოსაზღვრა, აქციის მონაწილეებმა დაანგრიეს. აქტივისტები აცხადებენ, რომ პარკში ახალი ეკლესიის აშენება ქალაქის ახალ მწვანე სივრცეს გაანადგურებს. დაპირსპირების შედეგად სამართალდამცველებმა აქციის 23 მონაწილე დააკავეს. 

რუსეთის საპატრიარქოს განცხადებით, კი ქვეყანაში უფრო მეტი ეკლესიაა ასაშენებელი, რადგან საბჭოთა კავშირის ანტირელიგიურმა კანონმა უამრავი ტაძარი გაანადგურა.

ეკლესია, რომლის მშენებლობა რუსეთის საპატრიარქოს 2010 წლიდან დაგეგმილი აქვს, 1930 წელს დანგრეული ეკლესიის მსგავსი იქნება. საპატრიარქოში ამბობენ, რომ ეკლესია 2023 წელს, ეკატერინბურგის დაარსებიდან 300 წლის იუბილეზე დასრულდება.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მთავრობა დაძაბული ვითარების მონიტორინგს ახდენს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე