ალაბამაში ექიმებს აბორტის გაკეთებისთვის დააპატიმრებენ

საქართველო, თბილისი - 12:08 | 15.05.2019
ნანახია: 696

აშშ-ში, ალაბამას შტატში, სენატმა მიიღო კანონი, რომელიც ქალებს აბორტის გაკეთებას გაუპატიურებისა და ინცესტის შემთხვევაშიც უკრძალავს. კანონპროექტი 25 ხმით 6-ის წინაღმდეგ შტატის გუბერნატორს ქეი ივის გადაეგზავნა, რომელმაც რატიფიცირებისთვის ხელი უნდა მოაწეროს. ახალი კანონმდებლობით აბორტი მხოლოდ იმ უკიდურესად ექსტრემალურ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ქალის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

ალაბამას შტატის ექიმები, რომლებიც ეცდებიან ნაყოფის ხელოვურად სიცოცხლის შეწყვეტას 10 წლამდე, ხოლო პროცედურის განხორციელების შემთხვევაში 99 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

„ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია“ კანონპროექტს არაკონსტიტუციურს უწოდებს და გუბერნატორს მოუწოდებს ხელი არ მოაწეროს.

ალაბამაში პოლიტიკოსების აზრი ორად იყოფა:

დემოკრატები აცხადებენ, რომ ახალი კანონმდებლობა ექიმების საქმიანობის კრიმინალიზაციას ახდენს. ავიწროებს ქალთა უფლებებს და ხდის უუფლებოს საკუთარ სხეულზე.

რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ კანონმდებლობამ განსაზღვრა ემბრიონი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც ადამიანისთვის განსაზღვრული კონსტიტუციური უფლება ჩასახვის მომენტიდან წარმოექმნება.

ალაბამას შტატში ქალები საპროტესტო აქციებს აწყობენ და გუბრნატორ ივის კანონპროექტის ჩაგდებისკენ მოუწოდებენ. საპროტესტო აქციის მონაწილეთა განცხადებით, კანონის მიღების დღე იქნება ალაბამას საკანონმდებლო ისტორიაში შავი დღე.

ქეი ივი რესპუბლიკელი გუბერნატორია და მას ამ კანონპროექტისთვის ხელი ჯერ არ მოუწერია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე