თურქეთის პარლამენტის შენობაში ტერაქტი აღკვეთეს

საქართველო, თბილისი - 11:50 | 15.05.2019
ნანახია: 706

თურქეთის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის პარლამენტში ტერაქტი აღკვეთა. არსებული ინფორმაციით, ტერაქტს რადიკალური ექსტრემისტული დაჯგუფება „რევოლუციური სახალხო-გამათავისუფლებელი პარტიის“ ორი წევრი გეგმავდა.

მათ პარლამენტის შენობაში შეაღწიეს და საკანონმდებლო ორგანოს თანმშრომლების მძევლად აყვანა სცადეს. უსაფრთხოების ძალებმა თავდამსხმელების განეიტრალება მოახერხეს მანამდე, ვიდრე ისინი რაიმე ქმედების განხორციელებას მოასწრებდნენ. თავდმსხმელებს სხეულზე სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობები ჰქონდათ დამაგრებული.

აღნიშნული პარტია 1978 წელს დაფუძნდა, რომელიც რადიკალური მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგიის მატარებელი იყო. მანამდე თურქეთის ხელისუფლება ამ დაჯგუფებას მსხვილი ტერაქტების მოწყობაში ადანაშაულებდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე