ჩვენ დავბრუნდებით მთვარეზე, შემდეგი იქნება მარსი - ტრამპი NASA-ს დამატებით 1,6 მლრდ დოლარს გამოუყოფს

საქართველო, თბილისი - 16:13 | 14.05.2019
ნანახია: 826

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი NASA-ს განვითარებისთვის დამატებით 1,6 მლრდ დოლარი გამოუყოფს.

„ჩვენ დავბრუნდებით მთვარეზე, შემდეგი იქნება მარსი“, - დაწერა ტრამპმა მიკრობლოგ Twitter-ში. „კორექტივები შემაქვს ბიუჯეტში, რათა ჩავრთო დამატებით 1,6 მლრდ დოლარი“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. „და ჩვენ დავბრუნდებით კოსმოსში დიდებით“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამგვარად, ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესს მიმართა მომავალი წლისთვის NASA-ს ხარჯები გაზარდოს, რათა უზრუნველყოს ამერიკელების დაბრუნება მთვარეზე 2024 წლისთვის.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე