აღმოსავლეთ ევროპაში კონფლიქტები უნდა დასრულდეს - ჟან კლოდ იუნკერი

საქართველო, თბილისი - 13:57 | 14.05.2019
ნანახია: 876

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ყველა კონფლიქტი უნდა დასრულდს.

ბრიუსელში იმართება ღონისძიება, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის 10 წლის იუბილეს ეძღვნება.

 „აუცილებელია, რომ ბოლო მოვუღოთ ორმხრივ კონფლიქტებს, რომლებიც არსებობს აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, რომ კონფლქტები, გაყინულია თუ არა ისინი, დასრულდეს, აუცილებელია მშვიდობა ევროპის უახლოეს სამეზობლოში“, - განაცხადა იუნკერმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე