მადონა ისრაელში თავისი სარეცხი მანქანით ჩავიდა

საქართველო, თბილისი - 13:02 | 14.05.2019
ნანახია: 1417

14 მაისს ამერიკელი მომღერალი მადონა ისრაელში „ევროვიზიაზე“ გამოსასვლელად ჩავიდა. ის 135 კაცისგან შემდგარ გუნდთან ერთად ორი სპეციალურ თვითმფრინავით ჩაფრინდა და თან თავისი სარეცხი მანქანა და სხვა ტექნიკაც ჩაიტანა.

„ევროვიზიაზე“ გამოსვლა ებრაული წარმოშობის კანადელმა მილიარდერმა სილვან ადამსმა დააფინანსა. მან მომღერალს ერთი მლნ დოლარი გადაუხადა და თავის თავზე აიღო ყველა ხარჯი, რომელიც მადონას ისრაელში ყოფნისას დასჭირდება.

ისრაელში მადონასთან ერთად მეორე თვითმფრინავით ჩაფრინდა მისი გუნდი 135 ადამიანის შემადგენლობით.

მათ შორის არის 40 მომღერალი და მუსიკოსი, 25 მოცეკვავე, ქორეოგრაფი, რეჟისორი და სცენოგრაფი, რომლებიც სასცენო ნომრების გამოსვლებით იქნებიან დაკავებულნი. ამის გარდა, ისრაელში მადონასთან ერთად ასევე ჩავიდნენ მზარეულები, იოგის ტრენერები, ვიზაჟისტები, სტილისტები. ისრაელში მადონამ ჩაიტანა ის ყველა ნივთი, რომელიც მას იქ დასჭირდება - სარეცხი მანქანა, ჭურჭელი და საკვები პროდუქტები.

მადონა კონკურსის ფინალში ორ სიმღერას შეასრულებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე