კანის საერთაშორისო კინოფესტივალი დღეს იხსნება

საქართველო, თბილისი - 10:55 | 14.05.2019
ნანახია: 1117

დღეს, კანში, საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე, 72-ედ გაიხსნება ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე საერთაშორისო კინოფესტივალი.

კინოფესტივალი ჯიმ ჯარმუშის ფილმის „მკვდერები არ კვდებიან“ ჩვენებით გაიხსნება.

კანის კინოფესტივალის ჟიურის ცნობილი მექსიკელი რეჟისორი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ უხელმძღვანელებს.

ჟიურის შემადგენლობაში იქნებიან: იორგოს ლანთიმოსი - ბერძენი მსახიობი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი. რეჟისორი ფილმისა „ფავორიტი“.

პაველ პავლიკოვსკი - პოლონელი რეჟისორი. ავტორი ფილმების „იდა“, „ცივი ომი“. 2015 წელს ოსკარი მიიღო საუკეთეს უცხოურენოვანი ფილმისთვის („იდა“). 2018 წელს კანის ფესტივალის პრიზიორი საუკეთესო რეჟისურისთვის, კინოსურათი „ცივი ომი“.

რობინ კამპილიო - ფრანგი რეჟისორი; ენკი ბილალი - ფრამგო კომედიური ჟანრის მსახიობი და რეჟისორი; ელის რორვახერი - იტალიელი რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი; კელი რიჩარდტი - ამერიკელი სცენარისტი და რეჟისორი; მაიომუნა ნდიაე - მსახიობი და რეჟისორი ბურკინა ფასოდან; ელ ფენინგი - ამერიკელი მსახიობი და მოდელი.

კანის კინოფესტივალის ოფიციალურ პოსტერზე ფრანგი კინორეჟისორი ანიეს ვარდაა გამოსახული, რომელიც მიმდინარე წელს გარდაიცვალა.

 

წელს, საპატიო ოქროს პალმის რტოს ლეგენდარულ ფრანგ მსახიობს ალენ დელონს გადასცემენ.

 

 

წელს კანის კინოფესტივალზე 55 წლის შემდეგ ბრუნდება ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმი “თეთრი ქარავანი”, რომელიც ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 1964 წელს იყო წარმოდგენილი.

კანის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში Director’s Fortnight, გაიმართება პირველი ქართული გეი დრამის „And Then We Danced - და ჩვენ ვიცეკვეთ“ მსოფლიო პრემიერა.

კანის 72-ე კინოფესტივალი 25 მაისამდე გაგრძელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე