ალასკას შტატში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები და დაკარგულები

საქართველო, თბილისი - 10:50 | 14.05.2019
ნანახია: 728

6 ადამიანი დაიკარგა და 10 დაშავდა ორი ჰიდროთვითმფრინავის შეჯახების შედეგად ალასკას შტატში. ინციდებნტი ქალაქ კეტჩიკანთან მოხდა. იუწყება Associated Press-ი.

გავრცელებული ცნობით, შეჯახება გაურკვეველ გარემოებებში მოხდა.

კატასტროფის შედეგად 9ადამიანი, რომელიც ერთძრავიანი თვითმფრინავის de Havilland Otter DHC-3-ის ბორზტე იმყოფებოდა, დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. თვითმფრინავის კიდევ ერთი მგზავრი კი დაკარგულია.

მეორე თვითმფრინავის DHC-2 Beaver-ის ბორტზე ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი ასევე დაკარგულია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე