მოსკოვში მაიკ პომპეოს ვიზიტი აღარ შედგება

საქართველო, თბილისი - 10:03 | 13.05.2019
ნანახია: 791

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტი მოსკოვში აღარ შედგება. იუწყება სააგენტო „ფრანს პრესი“

თუმცა, 14 მაისს ის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს სოჭში შეხვდება.

დღეს პომპეო ბრისუელში ჩავა, რათა ევროპის ქვეყნების ლიდერებთან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილოს, მათ შორის ირანის ბირთვული შეთანხმების ირგვლივ შექმნილი ვითარება.

მანამდე სახელმწიფო მდივანმა უკვე გააუქმა ვიზიტები ბერლინსა და გრელანდიაში, რათა ირანის პრობლემებისთვის მეტი ყურადღება დაეთმო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე