ლიეტუვაში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება

საქართველო, თბილისი - 09:55 | 13.05.2019
ნანახია: 871

ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ხმების 51 პროცენტის მოგროვება ვერ შეძლო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 1972 უბნიდან 1586 ბიულეტინის დათვლის შედეგად მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ ეკონომისტი გიტინას ნაუსედა ( 31,52%) და ყოფილი ფინანსთა მინისტრი ინგრიდა შიმონიტე (26,76%). ხმათა 22,24 პროცენტით, მესამე ადგილზეა მოქმედი პრემიერ მინისტრი საულიუს სკვერნიალისი.

ლიეტუვაში პრეზიდენტის არჩევნები 12 მაისს გაიმართა. მეორე ტური კი ორი კვირის შემდეგ 16 მაისს ჩატარდება.

ლიეტუვის პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე