ტრაგიკული იყო რობაქიძის ისტორია, ამერიკაში ასეთი რამ ხდება ძალიან ხშირად - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 09:37 | 13.05.2019
ნანახია: 769

"ძალიან ტრაგიკული იყო რობაქიძის ისტორია. გაისროლა პოლიციელმა, ტრაგიკული ისტორია იყო. ამერიკაში ასეთი ისტორია ხდება ძალიან ხშირად, - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშილმა მიუნხენში ქართველ ემიგრანტებთან გამართულ შეხვედრაზე

"გეგმაზომიერად განადგურება მოხდა პოლიციის რეპუტაციის. არ ვამბობ რომ პოლიცია არ უშვებდა შეცდომებს, უშვებდნენ შეცდომებს და უშვებდნენ ტრაგიკულ შეცდომებს და იყო ტრაგიკული ისტორიები, მაგრამ, უკაცრავად, რომელ ქვეყანაში არ არის? გერმანიაში არ არის? ამერიკაში არ არის? ამერიკაში ეგეთი ისტორიები ხდება ყოველ კვირას, მაგრამ აქ ჩაერთო მთელი რუსული პროპაგანდა. რუსეთის მოქალაქეები ეკითხებოდნენ - ჩვენ რატომ არ გვაქვს ასეთი პოლიცია. მოსკოვმა ამოირჩია ქართული პოლიციის დისკრედიტაცია, ვიდრე რუსეთში იგივეს შექმნა. ძალიან ტრაგიკული იყო რობაქიძის ისტორია. გაისროლა პოლიციელმა, ტრაგიკული ისტორია იყო. ამერიკაში ასეთი ისტორია ხდება ძალიან ხშირად", - განაცხადა სააკაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე