ნანა კაკაბაძე ელისაშვილისგან კონკრეტული გვარების დაასახელებას მოითხოვს

საქართველო, თბილისი - 13:53 | 16.12.2015
ნანახია: 1764

ნანა კაკაბაძე ალეკო ელისაშვილს მიმართავს და მოითხოვს, რომ შეწყალების კომისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა კონკრეტული პიროვნებების სახელები და გვარები დაასახელოს, რომლებიც მასზე ზეწოლას ახდენდნენ. 

ჟურნალისტებთან საუბრის დროს ნანა კაკაბაძემ დავით უსუფაშვილი და ეკა ბესელია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პოლიტპატიმრების სიასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები სწორედ პარლამენტის თავმჯდომარის და ეკა ბესელიას ბრალია. 

„არ დაიწყებს პარლამენტი განხილვას, მერე სხვა ფორმებით მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა აიღოს იმ პროცესებზე, რაც დღეს მიმდინარეობს. დიახაც, ძალიანაც კარგია, რომ ეკა ბესელიამაც, მანანა კობახიძემაც იწვნია თავის თავზე და უსუფაშვილსაც მოხვდა. სანამ თვითონ არ შეეხოთ არ გაინძრნენ, ახლა იმედი მაქვს რომ გაინძრევიან და პოლიტპატიმართა საქმეებს გადახედავენ“, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე