მაიკ პომპეო სოჭში ვლადიმირ პუტინს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 17:03 | 10.05.2019
ნანახია: 774

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 12 და 14 მაისს მოსკოვსა და სოჭს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართვას რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებების დროს პომპეო ორმხრივი და მრავალმხრივი გამოწვევების სრულ სპექტრს განიხილავს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე