საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიას, საქმეთა მინისტრის ლაშა დარსალია უხელმძღვანელებს

საქართველო, თბილისი - 16:35 | 10.05.2019
ნანახია: 900

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, კომისიის პირველი სხდომა მომდევნო კვირაში გაიმართება.

„კომისიის შემადგენლობა განახლდა და დაკომპლექტებულია სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებით. მიღწეულია შეთანხმება ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებთან, რომ მომდევნო კვირაში, სამშაბათს, ოთხშაბათს გაიმართება კომისიის პირველი სხდომა“, – განაცხადა ზალკალიანმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე