დიმიტრი ქუმსიშვილი: „სწორედ ეს არის ის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ის დასაქმება, რომელიც ჩვენს ქვეყანას ძალიან ჭირდება“
საქართველო, თბილისი - 13:44 | 16.12.2015 ნანახია: 1492თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ინოვაციური სისტემით აღჭურვილი დატა ცენტრი გაიხსნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარების ხელშეწყობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და შპს „ჯორჯია თექნოლოჯი პარკის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტაბიძემ მოაწერეს.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონა საქართველოს მთავრობის დადგენილებით თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე 17ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, 49 წლის ვადით შეიქმნა. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზებისა და ადმინისტრირების უფლებამოსილება შპს „ჯორჯია თექნოლოჯი პარკს“ მიენიჭა. კომპანია თიზ-ში მინიმუმ 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებასა და ათეულობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს.
„ეს არის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითი. ამ ტერიტორიაზე, სადაც ვიმყოფებით, იყო ტრიალი მინდორი, დღეს კი გვაქვს ერთ-ერთი უდიდესი, 40 მგვტ. ელექტროენერგიის მოხმარების ინფორმაციული ცენტრი. ჩვენ აქ შევქმენით თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, სადაც შეგვეძლება მოვიზიდოთ მსოფლიოში წამყვანი კომპანიები, რომ მათ აქ განახორციელოთ თავიანთი საქმიანობა. ამ თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა და დატა ცენტრის შექმნა კიდევ იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მან საქართველო მსოფლიო ტექნოლოგიურ რუკაზე გამოაჩინა, როგორც ქვეყანა, სადაც შესაძლებელია აღნიშნული საქმიანობის წარმოება. ეს არის პირველი ნიშანი და დარწმუნებულები ვართ, რომ მას აუცილებლად მოყვებიან სხვა კომპანიები. სწორედ ეს არის ის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოდის და ის დასაქმება, რომელიც ჩვენს ქვეყანას ძალიან ჭირდება“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
„ჯორჯია თექნოლოჯი პარკის“ წარმომადგენლების ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს IT სფეროში მოღვაწე წარმატებული საერთაშორისო კომპანიების მოზიდვას და შემოყვანას საქართველოში, რაც თავის მხრივ გულისხმობს ქვეყანაში მილიონობით პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემოსვლას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ზონაში BitFury Group მეგა დატა ცენტრის არსებობა დიდ როლს ითამაშებს სხვა საერთაშორისო კომპანიების მოზიდვის კუთხით. წინასწარი გათვლებით, თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ფარგლებში მოზიდული ინვესტიციები 100 მლნ ამერიკულ დოლარს გაუტოლდება.
„ჯორჯია თექნოლოჯი პარკი“ BitFury Group-ის შვილობილი კომპანია. BitFury (www.bitfury.org) მსოფლიოში წამყვანი კომპანიაა ბიტკოინის Blockchain ინფრასტრუქტურის (ინფრასტრუქტურაში იგულისხმება: დატა ცენტრები, სერვერები, ჩიპები) მიმწოდებლებს შორის, რომელიც უზრუნველყოფს ბიტკოინ ტრანზაქციების ეფექტურ პროცესინგს. BitFury-ის ოფისები განთავსებულია სან ფრანცისკოში, ვაშინგტონში, ჰონგ-კონგში, ლონდონსა და ამსტერდამში, საპროცესინგო ოპერაციებს კი აწარმოებს საქართველოსა და ისლანდიაში.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ივლისში კომპანიამ საქართველოში, ქ. გორში განათავსა ბიტკოინის ბლოკჩეინ ტექნოლოგიების იმ დროისთვის მსოფლიოში უმსხვილესი საპროცესინგო დატა ცენტრი (20 მგვტ სიმძლავრის). პროექტი განხორციელდა საქართველოს თანაინვესტირების ფონდთან თანამშრომლობით.
კომპანია BitFury ხელმძღვანელობის განცხადებით, გადაწყვეტილება საქართველოში შემოსვლის შესახებ განპირობებული იყო ქვეყანაში არსებული მიმზიდველი ბიზნეს გარემოთი და ხელსაყრელი საინვეტიციო კლიმატით. შედეგად, საქართველო ძალიან საინტერესო გახდა ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე საერთაშორისო მოთამაშეებისთვის.
BitFury-ს პროექტები საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ადგილობრივად დასაქმებული ქართველები დარგის უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებენ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში უახლესი მიღწევების დანერგვას. მათ შორის მუდმივად ხდება ექსპერტული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ადგილობრივად დასაქმებულები მუდმივად იგზავნება საზღვარგარეთ განთავსებულ დატა ცენტრებში, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნითა და გამოცდილების შესაძენად.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა