მსოფლიოში საუკეთესო აეროპორტები და ავიაკომპანიები დასახელდა

საქართველო, თბილისი - 15:31 | 10.05.2019
ნანახია: 1376

კომპანია AirHelp-მა შეადგინა მსოფლიოში საუკეთესო აეროპორტებისა და ავიაკომპანიების რეიტინგი. ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. აეროპორტებს შორის პირველი ადგილი ყატარის დედაქალაქ დოჰაში მდებარე ჰამადის საერთაშორისო აეროპორტმა დაიკავა.

მეორე ადგილზე იაპონიის დედაქალქ ტოკიოს საერთასორისო აეროპორტი აღმოჩნდა, მესამეზე კი საბერძნეთის დედაქალაქის ათენის აეროპორტი.

რეიტინგის ათეულში ასევე მოხვდნენ აფონსუ პენას აეროპორტი (ბრაზილია), ლეხ ვალენსას სახელობის გდანსკის აეროპორტი (პოლონეთი), შერემეტიოვოს აეროპორტი (რუსეთი), ჩანგის აეროპორტი (სინგაპური), რაჯივ განდის საერთაშორისო აეროპორტი (ინდოეთი) და სხვა.

ავიაკომპანიების რეიტინგის სათავეში მოექცა Qatar Airways-ი. ათეულში ასევე არიან American Airlines-ი, Aeromexico, SAS Scandinavian Airlines-ი, Qantas-ი, LATAM Airlines-ი, WestJet-ი, Luxair-ი, Austrian Airlines-ი და Emirates-ი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე