გუაიდომ განაცხადა, რომ შესაძლოა, დათანხმდეს ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციას

საქართველო, თბილისი - 15:08 | 10.05.2019
ნანახია: 798

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ განაცხადა, რომ შესაძლოა, აშშ-ის მხრიდან სამხედრო ჩარევაზე დათანხმდეს.

 „თუ ეს ჩარევა კრიზისს გადაჭრის, შესაძლოა, ამას დავთანხმდე“, - განაცხადა მან იტალიურ გაზეთ La Stampa-სთან ინტეევიუში, ვაშუიგტონის მხრიდან შესაძლო შეთავაზებაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

გუაიდომ არ გამორიცხა, რომ ვენესუელის ოპოზიციამ შესაძლოა, მიმართოს კონსტიტუციის მუხლს, რომელიც გარედან სამხედრო ჩარევას ითვალისწინებს.

 „ეს ერთ-ერთი შესაძლებლობაა. ჩვენ არჩევნებს ვემხრობით, მაგრამ ხალხი იტანჯება და ვალდებულნი ვართ პასუხიმსგებლობით განვიხილოთ ყველა ვარიანტი“, - განაცხადა გუაიდომ.

მისი თქმით, ვენესუელაში ერთადერთ სამხედრო ჩარევას წარმოადეგნს კუბის ქვედანაყოფების ყოფნა ქვეყნის ტერიტორიაზე, რომლებიც მხარს არალეგიტიმურ პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს უჭერენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე