ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებს არ აპირებს

საქართველო, თბილისი - 14:44 | 10.05.2019
ნანახია: 750

ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებს არ აპირებს, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის მოადგილემ იადოლა ჯავანიმ სააგენტო Tasnim-ს განუცხადა.

 „ამერიკელები ცდილობენ სამხედრო ზეწოლით თეირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიტყუონ, მაგრამ ვაცხადებ, რომ ჩვენ აშშ-სთან მოლაპარაკებებს არ ვაპირებთ და ამერიკელები ვერ გაბედავენ ჩვენს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას“, - განაცხადა ჯავანიმ.

მისი თქმით, დონალდ ტრამპის მცდელობა საქციებით ირანი აიძულოს მოლაპარაკებებზე დათანხმდეს, წარუმატებელი იქნება.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს ირანის ლიდერებთან შეხევდრა სურს.

ამის გარდა, აშშ-მა ირანის მხრდან საფრთხის გაზრდის შესახებ განაცხადა და რეგიონში ავიამზიდი და სტრატეგიული ბომბდამშენები გაგზავნა.

ესკალაცია იმის ფონხე მიმდინარეობს, როდესაც ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აპირებს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ზოგიერთი ვალდებულების შესრულების შეწყვეტას.

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებისთვის ევროპის ქვეყნებს 60 დღეს აძლევს. შესაბამისი ინფორმაცია წერილობით გაუგზავნა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ჩინეთისა და რუსეთის ელჩებს, რომლებიც ამ დროისთვის შეთანხმების ერთგულნი არიან.

აშშ-მა 2018 წლის 8 მაისს ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გასვლისა და ქვეყნის წინააღმდეგ ყველა სანქციის ამოქმედების შესახებ განაცხადა. ვაშინგტონი ირანის ნავთობის ექსპორტის ნულამდე დაყვანას გეგმავს და მის მყიდველებს მოუწოდებს უარი თქვან ირანის ნავთობის შეძენაზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე