ტრამპი მზად არის თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე პატრიკ შანაჰანი დანიშნოს

საქართველო, თბილისი - 13:53 | 10.05.2019
ნანახია: 759

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს პატრიკ შანაჰანი თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე დანიშნოს.

ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მდივანი სარა სანდერსი მიკრობლოგ „ტვიტერში“ წერს. „პენტაგონის ხელმძღვამელის მოვალეობის შემსრულებელმა შანაჰანმა ბოლო თვეების განმავლობაში დაამტკიცა, რომ ის საკმაოდ კვალიფიციურია, იმისთვის, რომ უწყებას მომავალშიც უხელმძღვანელოს“, - წერს სანდერსი.

პატრიკ შანაჰანი თავდაცვის მდივნის მოვალეობას 2019 წლის 1 იანვარიდან ასრულებდა, მანამდე ის პენტაგონის მეთაურის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა. ის ასევე იყო კორპორაცია Boeing-ის ვიცე-პრეზიდენტი.

თავდაცვის ყოფილმა მდივანმა ჯეიმს მეტისმა თანამდებობა 2018 წლის 21 დეკემბერს დატოვა. ამის მიზეზად მან აშშ-ის ლიდერთან უთანხმოება დაასახელა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე