ირაკლი ალასანიას საქმიანი ვიზიტი ისრაელში გრძელდება

საქართველო, თბილისი - 13:36 | 16.12.2015
ნანახია: 1638

დღეს, ირაკლი ალასანიამ ისრაელის კნესეტში შეხვედრა გამართა. ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერი ირაკლი ალასანია ლიკუდის პარტიის ერთ–ერთ ლიდერს, იერუსალიმის და ემიგრაციის საკითხებში, მინისტრ ზეევ ელკინს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ისრაელ-საქართველოს ეკონომიკური და უსაფრთხოების თანამშრომლობის ვითარება და პერსპექტივები. ზეევ ელკინმა და ირაკლი ალასანიამ დაადასტურეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე