ირანის მხრიდან ნებისმიერ თავდასხმას აშშ-ის ინტერესებზე ექნება სწრაფი და გადამწყვეტი პასუხი - მაიკ პომპეო

საქართველო, თბილისი - 13:01 | 10.05.2019
ნანახია: 729

აშშ-ის ადმინისტრაციას ირანთნ ომი არ სურს, მაგრამ ესმის, რომ აუცილებელია ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებაშია ნათქვამი.

 „ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ირანმა საფრთხისშემცველი ქმედებები განახორციელა, გააკეთა რამდენიმე მუქარისშემცველი განცხადება. აშშ-ისა და ჩვენი მოკავშირეების პასუხი ნათელია: ჩვენ არ ვისწრაფვით ომისკენ. მაგრამ 40 წლის განმავლობაში ამერიკელი ჯარისკაცების მკვლელობა, თავდასხმები ამერიკულ ობიექტებზე და მძევლად აყვანა არის იმის მუდმივი შეხსენება, რომ ჩვენ თავი უნდა დავიცვათ“, - აღნიშნავს პომპეო.

 „თეირანს უნდა ესმოდეს, რომ მათი ან მათი მოკავშირეების მხრიდან ნებისმიერ თავდასხმას აშშ-ის ინტერესებსა და მოქალაქეებზე ექნება სწრაფი და გადამწყვეტი პასუხი“, - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი.

ცოტა ხნის წინ აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურობამ განაცხადა, რომ ვაშინგტონმა მიიღო ინფორმაცია ირანის მხრიდან ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეიარაღებულ ძალებზე იერიშის მზადების შესახებ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე