ავღანეთში აფეთქების შედეგად 4 ბავშვი დაიღუპა, 5 კი დაიჭრა

საქართველო, თბილისი - 11:44 | 10.05.2019
ნანახია: 715

ოთხი ბავშვი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა ავღანეთში ნაღმის აფეთქების შედეგად. ინციდენტი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ფარიაბის პროვინციაში მოხდა.

პოლიციის განცხადებით, ბავშვები მებრძოლების მიერ გზაზე დამონტაჟებულ ნაღმზე აფეთქდნენ. ბავშვების ასაკი არ სახელდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე