სანდრა რულოვსი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს დებატებში განმუხურის ამფითეატრში იწვევს

საქართველო, თბილისი - 17:25 | 09.05.2019
ნანახია: 868

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი, არჩევნებში მის მოწინააღმდეგეს, კანდიდატს "ქართული ოცნებიდან", გიორგი შენგელიას სთავაზობს განმუხურის ამფითეატრში გამართონ ღია საუბარი ხალხთან. აღნიშნულთან დაკავშირებით სანდრა რულოვსი ვიდეომიმართვას ავრცელებს.

"ჩვენ ივანიშვილის ხელისუფლებასთან სალაპარაკო არ გვაქვს, ხელისუფლებასთან, რომელმაც მთელი ქვეყანა გააღატაკა. ჩვენ ვესაუბრებით ხალხს - პრობლემებზე და გამოსავლის გზებზე.

ამიტომ, "ოცნების“ კანდიდატს ვთავაზობ ღია საუბარს ხალხთან - ღია სივრცეში და არა ივანიშვილის მიერ მართულ ტელევიზიებში.

აქ, განმუხურის გაჩერებულ ამფითეატრში, სადაც დისკუსიაში ჩვენთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას ზუგდიდელები, გამოთქვამენ თავის წუხილებს და, სადაც ყველა ტელევიზიას ექნება დასწრების და გაშუქების თანაბარი შესაძლებლობა. ზუგდიდიდან იწყება საქართველოს გამარჯვება!", - ამბობს სანდრა რულოვსი ვიდეომიმართვაში.

შეგახსნებეთ, რომ 7 მაისს, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი (გეგა) შენგელიამ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" დებატებში გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე