აშშ-მა იაპონიას აცნობა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული რეაქტიული ჭურვები შესაძლებელია ბალისტიკური რაკეტები ყოფილიყო

საქართველო, თბილისი - 15:42 | 09.05.2019
ნანახია: 685

აშშ-მა იაპონიას აცნობა, რომ ხუთი დღის წინ ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული რეაქტიული ჭურვები შესაძლებელია ბალისტიკური რაკეტები ყოფილიყო. ამის შესახებ სააგენტო „კიოდო“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მისი მონაცემებით, ეს მოსაზრება ოფიციალურ ხასიათს არ მიიღებს, რათა აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის მოლაპარაკებებზე გავლენა არ მოახდინოს, რომლის გაგრძელებასაც ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს.

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ რაკეტების გაშვებას სამხედრო სწავლება უწოდა და დასავლეთის მხრიდან შეშფოთება დაგმეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე