მოვითხოვ დაწესდეს კავკასიის მაღალ მთაზე მიჯაჭვული ამირანის სახელობის დღე - რომან გოცირიძე

საქართველო, თბილისი - 14:29 | 09.05.2019
ნანახია: 1080

მოვითხოვ დაწესდეს "კავკასიის მაღალ მთაზე მიჯაჭვული ამირანის სახელობის დღე“,  - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრი, დეპუტატ  რომან გოცირიძე Facebook -ის გვერდზე წერს.

„ახალი საკანონმდებლო ინიციატივით შევდივარ პარლამენტში. მოვითხოვ დაწესდეს "კავკასიის მაღალ მთაზე მიჯაჭვული ამირანის სახელობის დღე". ამით ოფიციალურად დაკანონდება პრომეთეს მითის ქართული წარმომავლობა, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას.

P.s. მეტად მნიშვნელოვანი და დროული იყო ასევე პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით "წილხვედრობის" საქართველოსთვის დაპატენტება, რადგან ამას აუცილებლად იზამდა ერთ-ერთი ჩვენი მეზობელი სახელმწიფო, რომელიც ყოველთვის გვეცილება პირველობაში”, - წერს  რომან გოცირიძ.

8 მაისს, რიგგარეშე სხდომაზე, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე იქნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე