აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა

საქართველო, თბილისი - 14:18 | 09.05.2019
ნანახია: 757

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ. ამის თაობაზე თეთრი სახლის პრეს-სამსახური იუწყება.

შეზღუდვები შეეხება ყველა სექტორს, რომელიც მეტალურგიით არის დაკავებული.

სანქციებით ირანი შემოსავლებს დაკარგავს პროდუქცის ექსპორტისგან, რომელიც უკავშირდება რკინის, ფოლადის, ალუმინისა და სპილენძის წარმოებას.

საუბარია შემოსავლებზე, რომლიც შესაძლებელია რეგიონში გამოყენებული იყოს მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების,  ტერორისტული დაჯგუფებების დაფინასების, აგრესიული ქმდებებისა და სამხედრო ექსპანსიისთვის.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე