სალომე ზურაბიშვილმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

საქართველო, თბილისი - 14:01 | 09.05.2019
ნანახია: 731

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვაკის პარკში ფაშიზმთან ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.

„მინდა ვთქვა, რომ სამწუხარო არის, რომ ეს დღე იმის მაგივრად, რომ იყოს დღე პატივისცემის, ყველა იმ გმირებისთვის, რომელიც ყველა ომებში დაიღუპა და რომელსაც ყველა ქართველებს  სჯეროდათ, რომ იბრძოდნენ თავისუფლებისთვის და თავიანთ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ეს იყო ყველა მათი,  სადაც არ იყვნენ, აქა იმ ომის დასასრულს,  თუ ტყვეებად ჩავარდნილი გერმანელებთან, თუ ემიგრანტები, რომლებიც იბრძოდნენ თავიანთი გაგებით ასევე საბჭოთა დამპყრობლების წინააღმდეგ, მე მინდა, მათი ხსოვნა იყოს და მათი პატივისცემა დღეს,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

„მე მინდა ვეტერანებს, რომლებიც ცოცხლები არიან, მივულოცო მათი იმდროინდელი გამარჯვება. მინდა ვთქვა, რომ სამწუხაროა, რომ ეს დღე იმის მაგივრად რომ იყოს დღე პატივისცემის ყველა იმ გმირებისთვის, რომელიც ყველა ომებში დაიღუპა და ყველას, ქართველებს სჯეროდათ, რომ იბრძოდნენ თავისუფლებისთვის და თავიანთი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. სადაც არ იყვნენ - აქ, იმ ომის დასასრულს, თუ ტყვეებად ჩავარდნილი გერმანელებთან, თუ ემიგრანტები, რომლებიც იბრძოდნენ თავიანთი გაგებით საბჭოთა დამპყრობლების წინააღმდეგ, ყველა დაიღუპა საქართველოსთვის და მე მინდა, რომ მათი ხსოვნა იყოს და მათი პატივისცემა დღეს“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტს სამოქალაქო აქტივისტები შეძახილებით დახვდნენ. სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს აღარ უპასუხა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე