მონტენეგრომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში რუსეთის 2 მოქალაქე დამნაშავედ ცნო

საქართველო, თბილისი - 12:56 | 09.05.2019
ნანახია: 744

მონტენეგროს უმაღლესმა სასამართლომ რუსეთის ორი  მოქალაქე ედუარდ შიშმაკოვი და ვლადიმირ პოპოვი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დამნაშავედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ინიციატორები და ორგანიზატორები იყვნენ და საქმის დანარჩენ ფიგურანტებს თანხით ამარაგებდნენ და ინსტრუქციებს აძლევდნენ.

შიშმაკოვს 15 წლით, ხოლო პოპოვს 12 წლით პატიმრობა მიესაჯათ.

სასამართლომ დამნაშავეებად კიდევ 12 ადამიანი აღიარა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე