მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე დღეს 15:00 საათზეა დაბარებული

საქართველო, თბილისი - 12:37 | 09.05.2019
ნანახია: 945

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტთან  დაკითხვაზე დაბარების უწყება გადასცეს, რომელიც მაჩალიკაშვილმა არ ჩაიბარა.

საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებმა მალხაზ მაჩალიკაშვილი გააფრთხილეს, რომ ის დღეს საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე 15:00 საათზეა დაბარებული.

მაჩალიკაშვილმა ოქმს ხელი არ მოაწერა, რის შემდეგაც საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებმა ტერიტორია დატოვეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე