ქაბულში აფეთქებას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:23 | 09.05.2019
ნანახია: 698

სულ მცირე ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ავღანეთის დედაქალაქში მომხდარი აფეთქების შედეგად. თავდასხმა საერთაშორისო ორგანიზაცია Counterpart International-ზე მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდაპირველად აფეთქება მოხდა, რასაც სროლა მოყვა. უსაფრთხოების ძალებმა ორგანიზაციის 170 თანამშრომელი გადაარჩინეს, ორი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. თავდასხმაზე პასუხიმგებლობა „თალიბანმა“ აიღო.

Counterpart International-ი ავღანეთში 2005 წლიდან მუშაობს. ის არაკომერციული ორგანიზაციია და შეერთებული შტატებიდან ფინანსდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე