მიანმარის აეროპორტში თვთმფრინავის კატასტროფის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 10:34 | 09.05.2019
ნანახია: 696

30 ადამიანი დაშავდა მიანმარის აეროპორტში ბანგლადეშის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად.

ავიაკომპანია Biman Airlines-ის თვითმფრინავმა იანგონის საერთაშორისო აეროპორტში კატასტროფა გუშინ განიცადა. ბორტზე 29 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა.

მედიის ცნობით, საავადმყოფოში 19 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის ორი პილოტი. კიდევ 11 მგზავრს სამედიცინო დახმარება აეროპორტის მედპუნქტში გაეწია.

გავრცელებული ცნობით, თვრითმფრინავი, რომელიც დაშვებას რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ახორციელებდა, დასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და სამ ნაწილად დაიშალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე