მოსთხოვა თუ არა პუტინმა ფაშინიანს სააკაშვილისთვის სომხეთში ჩასვლის აკრძალვა?

საქართველო, თბილისი - 13:29 | 08.05.2019
ნანახია: 981

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ არ აქვს ინფორმაცია, მოითხოვა თუ არა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სომხეთში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის არშეშვება.

მანამდე მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის გვერდზე დაწერა, რომ პუტინი კატეგორიულად მოითხოვს, რომ ის უკრაინაში არ შეუშვან. მისი თქმით, ის ასეთივე მოთხოვნას უყენებს, თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს.

 „პირველად მესმის ამის შესახებ. ჩემთან მსგავსი საკითხი არავის განუხილავს“, - განაცხადა ფაშინიანმა პრეს-კონფერენციაზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე